|
2018-02-02 12:32:20, 1688 ნახვა
სამართალი
ირაკლი ჩხვირკიას დედა პრეზიდენტს შვილის შეწყალებას სთხოვს
ბათუმის მოვლენებზე მსჯავრდებულ ირაკლი ჩხვირკიას დედა ცისანა როსტობაია პრეზიდენტს შვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს. მან შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შეიტანა. „გამოიყენოს პრეზიდენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებები და შევიდეს ჩემს ოჯახურ მდგომარეობაში. ჩემი შვილი არ არის კრიმინალი, ხულიგანი, ნარკომანი და საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება, რომ ციხეში იყოს გამოკეტილი“,-განაცხადა ირაკლი ჩხვირკიას დედამ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ჩხვირკიას ქმედება დააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 11-12 მარტს, ქალაქ ბათუმში განახორციელდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც მოჰყვა მასობრივი არეულობა, გზების გადაკეტვა, მოძრაობის შეფერხება, ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურება და ავტომანქანების დაწვა, ასევე შეფერხდა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)