|
2018-02-02 11:31:54, 1651 ნახვა
სამართალი
გახარია: გვაქვს ამბიციური გეგმა, ქართული პოლიცია გავხადოთ კიდევ უფრო ეფქტიანი
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავარი ამოცანაა, ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. გახარიამ ამ მიზნის მისაღწევად შემუშავებულ გეგმაზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, საპატრულო პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: „ჩვენ შსს-ში გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, გავხადოთ ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფქტიანი, ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის საპატრულო პოლიციის შემდგომ რეფორმირებას, კრიმინალური პოლიციის კომპლექსურ რეფორმას და საზღვრის ინტეგრირებულ მართავს. რეფორმების გარკვეული ნაწილი უკვე დაწყებულია. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრულო პოლიციაში სტრუქტურეული რეფორმებისათვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და თბილისის მთავარ სამმართელოში გამოყოფილია 5 ტერიტირიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე. დღეს საპატრულო პოლიციას ასევე სამართავად გადაეცა უკონტაქტო პატრული, რაც მთავარია, თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა“,-განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)