|
2018-02-02 11:15:59, 1694 ნახვა
სამართალი
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების სასამართლო დღეს განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების სასამართლო პროცესი განახლდება. დაკავებულები გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი 29 იანვარს გაათავისუფლდნენ. ადვოკატებმა საქმეში არსებული მასალების გასაცნობად დრო ითხოვეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და პროცესი სწორედ დღევანდელი დღისთვის ჩაინიშნა. შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა მეტროსადგურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მეზვრიშვილის თქმით, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეომასალაში მხოლოდ საპატრულო პოლიციის მიერ ორი მოქალაქის დაკავებაა ასახული. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულს წინ უძღოდა პოლიციის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და მათი შეურაცხყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)