|
2018-02-02 11:08:56, 1685 ნახვა
სამართალი
მოზარდების დაჭრისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ
ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, მოზარდების დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და გამოძიებასთან ითანამშრომლა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 2 ყოფილ თანაკლასელს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა მიაყენა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)