|
2018-02-01 10:18:16, 1766 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ველით, რომ საქართველოს პროგრესი ევროატლანიტური ინტეგრაციის გზაზე შესაბამისად 2018 წლის ნატო-ს სამიტზე იქნება ასახული
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა. სხდომის ფარგლებში საქართველოს 2017 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შეფასებითი დოკუმენტი განიხილეს. კომისიის სხდომაზე ალიანსის მხრიდან უაღრესად პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროს რეფორმები. „უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მიაღწია განსაკუთრებულ პროგრესს ყველა მიმართულებით. 2017 წელი შეფასდა როგორც წარმატებული წელი ყველა პარტნიორის და ალიანსის ყველა წევრის მხრიდან. საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში და გახლავთ რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი", -აღნიშნა ჯანელიძემ კომისიის სხდომის შეფასებისას. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხო ნატო-ს 2018 წლის სამიტს და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს. გამოითქვა იმედი, რომ სამიტზე სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს პროგრესი. „სწორედ ის პროგრესი, რომელიც დღევანდელ სხდომაზეც აღინიშნა, წარმოადგენს საფუძველს საქართველოს წარმატებისთვის 2018 წლის სამიტზე და ველით, რომ ეს პროგრესი შესაბამისად იქნება ასახული, ასევე საქართველო სათანადოდ იქნება წარმოდგენილი ყველა შესაბამის ფორმატებში",- განაცხადა მინისტრმა. მისივე განცხადებით „საქართველო მიიწევს წინ და იყენებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ინტეგრაციის გზაზე, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს, რაც უკავშირდება ნატოში წევრობას". ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოების გარემო და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)