|
2018-01-31 19:37:45, 2123 ნახვა
სამართალი
შსს-მ ტრანსგენდერი ქალის, მირანდა ფაღავას ცემის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბ.ო.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, მ.ო.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, გამთენისას, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 1986 წელს დაბადებულმა ბ.ო.-მ დისკრიმინაციული მოტივით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)