|
2018-01-31 16:10:41, 1689 ნახვა
სამართალი
პოლიტპატიმრის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტმატიმარ ბექა პეტრიაშვილის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ბრალდებული კ.ჯ დამნაშავედ სცნო და 1 წლით და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება პეტრიაშვილს, პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მისი საქმის გადასინჯვის და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით უკვე მიმართა. „დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილის მამხილებელი ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ბრალდებული კ.ჯ. დამნაშავედ სცნო. პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილის საქმეზე ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 06 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებს, თითქოსდა ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, დაკავებული ჰყავდათ ოპოზიციურ-პოლიტიკური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ბექა პეტრიაშვილი. იმავე დღეს პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ იქნა ცრუ მოწმე კ.ჯ., რომელმაც მოწმის სახით დაკითხვისას, დაკავებული ბექა პეტრიაშვილის დანაშაულში მხილების მიზნით, გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება, რომლის თანახმადაც, თითქოს იგი ბექა პეტრიაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის თვითმხილველი გახდა, თუ როგორ არღვევდა იგი საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდა ადგილზე სიტუაციის განსამუხტად მისულ პოლიციის თანამშრომლებს. პროკურატურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ ინციდენტის დროს, კ.ჯ. არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ვერ გახდებოდა ფაქტის თვითმხილველი და მან ცრუ ჩვენება ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნის მიზნით მისცა. კ.ჯ.-ს სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით, 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ამნისტიის აქტის საფუძველზე შეუმცირდა და განესაზღვრა 1 წლით და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილს, რომელიც 2011 წლის 06 დეკემბერს გასამართლებული იქნა ცრუ ჩვენების და საქმეზე ხელოვნურად შეკრებილი გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისი საქმის გადასინჯვის და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)