21:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 16:23:50, 2188 ნახვა

სამართალი
შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფებიან

შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-8 განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

„ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, მათი დაკითხვა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

„ყვარელრემმშენი“ სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.

შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics