|
2018-01-30 15:17:56, 1694 ნახვა
სამართალი
2017 წელს სიცოცხლისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ დანაშაულების მაჩვენებელი გაიზარდა
2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია, ძირითადად სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ დანაშაულებზე ფიქსირდება, კლების ტენდენცია კი - ნარკოდანაშაულსა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე. ამის შესახებ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის დანაშაულის სტატისტიკაშია აღნიშნული: „გასულ წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია ასე გამოიყურება: დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 108-116-ე მუხლები) - 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.7% (ამ სახის რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა 2016 წელთან შედარებით - 11.9%-ით); დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 117-126 პრიმა მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 14.1% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 14.8%-ით); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 142-170-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.2% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 23.2%-ით); დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 177-189-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 37.9% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 8.1%-ით); დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 287-306-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.3% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 127.8%-ით); დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 343-363-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 6.4% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 17.5%-ით); დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 377-381პრიმა-2 მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.5% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 20.5%-ით). რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის კლების ტენდენციას, ის, ძირითადად, არის შემდეგ დანაშაულებზე: დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 222-239-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 4.1% (კლება 2016 წელთან შედარებით- 19.5%-ით); ნარკოტიკული დანაშაული (საქართველოს სსკ-ს 260-274-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 12.5% (კლება 2016 წელთან შედარებით - 8.3%-ით); სატრანსპორტო დანაშაული (საქართველოს სსკ-ს 275-283-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 6.9% (კლება 2016 წელთან შედარებით - 16.4%-ით)“, - ნათქვამია შსს-ს სტატისტიკაში.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)