|
2015-05-13 18:12:36, 358 ნახვა
პოლიტიკა
ავსტრიაში გარდაცვლილი სოფიკო ლოლაშვილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიაში ქართველი გოგონას დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი იმედოვნებს, რომ ავსტრიის პოლიცია სოფიკო ლოლაშვილის გარდაცვალების მიზეზებს დაადგენს. „მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიაში ჩვენი ახალგაზრდა თანამოქალაქის, სოფიკო ლოლაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვიზიარებ და თანავუგრძნობ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. გარდაცვლილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ცნობისთვის, ავსტრიის ქალაქ გრაინთან ახლოს მდინარე დუნაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს. გამოცემა Nachrichten.at-ის ცნობით, გოგონა ავსტრიაში Au-pair-ის პროგრამით ერთ-ერთ ოჯახში მუშაობდა. იგი აპრილის ბოლოს გაუჩინარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)