|
2018-01-26 16:39:45, 3162 ნახვა
ეკონომიკა
„ტერაბანკი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„ტერაბანკი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იურიდიული ფირმა “BLB-ისა“ და ყოფილი მეანაბრის მხრიდან კვლავ გრძელდება „ტერაბანკის“ მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ბანკის რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენებას. „ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში ცალსახად დადასტურდა, რომ მოსარჩელეები მიზანმიმართულად აკეთებდნენ მცდარ განცხადებებს და რომ ბანკს არ მიუთვისებია მისი ყოფილი კლიენტის ანაბარი, როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებდა სარჩელში და სხვადასხვა საჯარო გამოსვლაში. ასევე ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ რომ სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი - დაახლოებით 20% დააკმაყოფილა. თუმცა ბანკი ამ თანხასაც არ ეთანხმება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე აპირებს გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში. მნიშვნელოვანია ასევე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შეისწავლა და სამართლებრივი შეფასება არ მისცა ბანკის მიერ წარდგენილ უდავო მტკიცებულებებს, რითიც დასტურდება ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ყოფილი მეანაბრის შეთანხმებული მოქმედებები. რაც შეეხება ბრალდებებს კონფიდენციალობის დარღვევასთან დაკავშირებით, ბანკმა გაასაჯაროა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც წარდგენილი იყო სასამართლოზე და შესაბამისად იყო საჯარო. ამასთანავე ინფორმაციის გამჟღავნება მოხდა მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც აუცილებელი იყო ბანკის კანონიერი ინტერესების დასაცავად.“ ბანკი აგრძელებს დავას მოსარჩელესთან, მასა და ბანკის თანამშრომელს შორის არსებული გარიგების შედეგად ბანკისთვის მიყენებული მატერიალური ზიანისა და მოსარჩელის მცდარი განცხადებების შედეგად მიყენებული რეპუტაციული ზიანის ასანაზღაურებლად. „ტერაბანკი“ თავისი საქმიანობისას ყოველთვის ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ბანკის ყველა შემდგომი მოქმედება დამოკიდებული იქნება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების დასრულების შედეგებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)