21:04 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 17:40:44, 1651 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მიღება ძალიან მალე, ამ სესიის განმავლობაში გვესაჭიროება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მნიშვნელოვანია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აუცილებელია კანონპროექტის მიღება ძალიან მალე მოხდეს.

"ძალიან მალე უნდა შევაჯეროთ ეს პოზიციები, ძალიან მალე უნდა დაიწყოს კანონპროექტის საბოლოოდ განხილვა და მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ნარკოპოლიტიკას საქართველოში. ჩვენ ამ სესიის განმავლობაში აუცილებლად გვესაჭიროება ამ კანონპროექტის მიღება, იმისათვის, რომ საბოლოოდ წარმატებით დასრულდეს ის დისკუსია, რომელიც საზოგადოებაში წარიმართება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით.

მთავარია პოზიციების შეჯერება, დღემდე განსხვავებული მოსაზრებებია გუნდის შიგნით. აქაც იგივე სირთულეები გვაქვს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული არგუმენტები, ლიბერალური მიდგომის მომხრეებს და ნაკლებად ლიბერალური მიდგომის მომხრეებს. არც ერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვისმენია.

არის გარკვეული ზედაპირული დისკუსიები ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა გვჭირდება მეტი სიღრმე, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივად მივიღებთ გადაწყვეტილებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics