|
2018-01-26 17:00:22, 1678 ნახვა
კომენტარი
კობახიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მედიის კონკრეტულმა წარმომადგენლებმა ინსტიტუტებს პატივი არ სცეს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა. თუმცა, მისივე თქმით, დღევანდელ დისკუსიაში გარკვეული ხარვეზები იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართულ მედიაში ინსტიტუტების პატივისცემის საკითხი ახსენა და განაცხადა, რომ კონკრეტულმა გამომსვლელებმა ინსტიტუტებს პატივი არ სცეს: „მნიშვნელოვანია, რომ ასეთ აქტუალურ საკითხებზე ერთად ვიმსჯელოთ ხოლმე, რა თქმა უნდა, იყო საშუალება სხვადასხვა ფორმატში მსჯელობის, კომიტეტებში განიხილებოდა კანონპროექტი და იქ იყო ჩართულობის შესაძლებლობა, თუმცა, ბუნებრივია, ყველა რესურსი უნდა ამოვწუროთ, როდესაც არის საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მისაღები. იყო გარკვეული ხარვეზები დღევანდელ დისკუსიაში, ამაზე მე მაინცდამაინც ყურადღებას არ გავამახვილებ, უბრალოდ მინდა, ვთქვა, რომ ხშირად არის აქტუალური თემა ინსტიტუტების პატივისცემა ქართულ მედიაში. აქ იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ინსტიტუტებს პატივი არ სცეს კონკრეტულმა გამომსვლელებმა, რაც ძალიან სამწუხაროა. აქ არ არის საუბარი სახელებზე და გვარებზე, აქ არის საუბარი კონკრეტულ ინსტიტუტებზე, რაღაცა დროს სადღაც რაღაცა უნდა თქვა, რაღაცა არ უნდა თქვა. მთლიანობაში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის. დღეს ჩვენ გვქონდა დისკუსია, პირველივე წინადადება რაც ვთქვი ის იყო, რომ დღეს ვიქნებოდი აუცილებლად ოპონენტი, დღეს რომც მქონოდა განწყობა, რომ ვარ მომხრე ვეტოს გადალახვის, დღეს უნდა ვყოფილიყავი ოპონენტი, ეს დავაფიქსირე და ამანაც კი გაღიზიანება გამოიწვია, რაც, ბუნებრივია, არ წაადგა თავიდან დისკუსიას“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)