08:39 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 13:02:32, 2503 ნახვა

ეკონომიკა
„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ ყიდულობს

„სილქნეტმა“ „ჯეოსელის“ შესყიდვის შესახებ განაცხადა.

როგორც „სილქნეტის“ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში „ჯეოსელის“ აქციონერებთან: “Telia Company” (STO:TELIA) და “Turkcell” (NYSE: TKC, IST: TCELL) შეთანხმება მიღწეულია.

გარიგების ღირებულებამ 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. დაფინანსება „თიბისი ბანკისა“ და მის მიერ ორგანიზებული რეგიონალური ბანკების სესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით მოხდება.

როგორც „სილქნეტში“ აცხადებენ, აღნიშნული გაერთიანებით საქართველოში სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია იქმნება. მათივე თქმით, გაერთიანება ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები, “სილქნეტის” ექსკლუზიურ კონტენტზე მობილური წვდომის ჩათვლით. 

“გარიგება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელიც ფიქსირებულ და მობილურ ქსელებს ფლობს. გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივ განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი” - განაცხადა „სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის “სილქ როუდ ჯგუფი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში. კომპანიებმა „ჰულიჰან ლოკი“ (Houlihan Lokey) და „ერნეჰოლმ ჰასკელ“ (Erneholm Haskel) სილქნეტის ფინანსური მრჩევლების მოვალეობა შეასრულეს, ხოლო კომპანია „დენტონსი“ (Dentons) იურიდიული მრჩეველი იყო.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics