|
2018-01-24 13:06:46, 2375 ნახვა
სამართალი
ბექა წიქარიშვილს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრ ბექა წიქარიშვილის სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ განაჩენის გამოტანის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს. ბექა წიქარიშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა და სასამართლოს ფანჯარას აგური ესროლა. იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაადაკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ასევე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინის ჩამტვრევის ფაქტზე. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა" დამნაშავედ სცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგანაშვილს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შეძენა-შენახვას ედავებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)