|
2015-05-13 13:56:37, 392 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ ლიხტენშტეინთან, ისლანდიასთან და კვიპროსთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები გააფორმა
საქართველომ ლიხტენშტეინთან, ისლანდიასთან და კვიპროსთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები გააფორმა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებები EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაფორმდა. საქართველომ ხელი მოაწერა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ პარაფირებულ შეთანხმებებს. დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. ლიხტენშტეინის და კვიპროსის მხრიდან ასევე ფინანსთა მინისტრებმა, ისლანდიის მხრიდან კი, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. „ასეთი ტიპის შეთანხმებები ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია ქვეყანაში ინვესტიციების წახალისებისთვის, რადგან აღნიშნული დოკუმენტები ქმნიან ე.წ ჩარჩო პირობებს, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნების მიერ საქართველოში კერძო ინვესტიციების დაბანდებას“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 49 ქვეყანასთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)