|
2018-01-23 16:50:29, 2305 ნახვა
სამართალი
ზურაბ ჭანტურია: გამოძიების კითხვები 2010 წელს, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილების დათმობას ეხებოდა
„კითხვები ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილების გადაფორმებაზე დამისვეს“ - ზურაბ ჭანტურიას გამოკითხვა დასრულდა გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის ფარგლებში დაკავებული შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამამ, ზურაბ ჭანტურიამ, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დატოვა. როგორც ზურაბ ჭანტურიამ 3-საათიანი დაკითვიხს შემდეგ ჟურნნალისტებს განუცხადა, გამომძიებელმა შეკითხვები 2010 წელს ე.წ. სტამბოლის ბაზრის წილების დათმობასთან დაკავშირებით დაუსვეს. მისივე თქმით, წილი მას ზეწოლის შედეგად დაათმობინეს. "კერძოდ აინტერესებდათ, რამდენი პროცენტი მქონდა ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილის, ასევე როდის მოხდა ამ წილების გადაფორმება. 2010 წელს გადავაფორმეთ ეს წილები ხელისუფლების სასარგებლოდ", - განაცხადა ჭანტურიამ. კითხვაზე ჰქონდა თუ არა მის შვილს, გიორგი ჭანტურიას გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან დაძაბული ურთიერთობა, ზურაბ ჭანტურიამ აღნიშნა, რომ დაძაბულობას გამორიცხავს. "არამგონია, რომ დაძაბული ურთიერთობა ჰქონოდათ. ეს ინფორმაცია პირველად მესმის თქვენგან", - დასძინა ზურაბ ჭანტურიამ. ცნობისთვის, ზურაბ ჭანტურია საქმის ფარგლებში დაკითხვაზე უკვე მეორედ იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)