|
2018-01-23 15:41:02, 1983 ნახვა
სამართალი
„ბახალას“ ადვოკატი: რცხვენოდეს მოსამართლე შორენა გუნცაძეს - ბრალდების მხარეც კი გაოცებული დარჩა
„უნდა რცხვენოდეს შორენა გუნცაძეს ამ გადაწყვეტილების, ბრალდების მხარეც კი გაოცებული დარჩა, რცხვენოდეს მთლიანად სასამართლო სისტემას და სახელმწიფოს, რომ ამ კანონებით ასამართლებს ადამიანებს“,-ასე შეაფასა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. ის აპირებს, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ „ბახალას“ გათავისუფლებას შეძლებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა" დამნაშავედ სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ მიიღო. გიორგანაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შეგახსენებთ, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)