|
2018-01-23 14:35:39, 2763 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის მერი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჰარტვიგ შეიფერსა და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და თბილისში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე იმსჯელეს. მხარეებს შორის საუბარი ასევე, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საკითხს შეეხო, რისთვისაც კახა კალაძემ მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ჩვენი პროექტები და ხედვები გავაცანით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მათ მთელი რიგი მიმართულებებით მხარდაჭერა გამოხატეს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ გამოყვეს ექსპერტები, რომლებიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის შეფასებაში დაგვეხმარებიან. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სრულყოფილი დოკუმენტი იქნება, როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მსოფლიო ბანკი თბილისის მერიასთან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს, როგორც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების კუთხით, ასევე, ქალაქის სოციალური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. „თბილისის მერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის თანამშრომლობა, რომელიც თბილისის მერიასა და მსოფლიო ბანკს შორის სამომავლოდ გაგრძელდება. ეს თანამშრომლობა ძირითადად, გენერალური გეგმის განვითარებას შეეხება. ასევე, თბილისის ისეთ ცენტრად ქცევას, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით მაღალგანვითარებული იქნება და ქვეყანაში მეტ ტურისტს მოიზიდავს“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. (NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)