|
2015-05-13 12:58:44, 357 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ნატო-ს მინისტერიალში იღებს მონაწილეობას
თურქეთში, ქალაქ ანტალიაში 13-14 მაისს ნატო-ს მინისტერიალი იმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი იღებს მონაწილეობას. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიის, ,,მტკიცე მხარდაჭერის’’, მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს სიტყვით მიმართავს. თამარ ბერუჩაშვილი ასევე დაესწრება შეხვედრას ,,გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის ჯგუფის’’ ფორმატში, რომელიც მიეძღვნება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია თამარ ბერუჩაშვილის ოცამდე ორმხრივი შეხვედრა. ნატო-ში საქართველოს ელჩის ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, განხილული იქნება რეგიონში განვითარებული მოვლენები, საქართველოში მიმდინარე საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. შეხვედრებზე მთავარი ფოკუსი ასევე გაკეთებული იქნება ვარშავის სამიტის მოსამზადებელ პერიოდზე, რათა სამიტზე ადექვატურად იყოს ასახული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)