|
2018-01-22 16:59:41, 1923 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: უნდა განვამტკიცოთ კონცეფცია, რომ ჯანდაცვაზე მიწვდომადობა არა პრივილეგია, არამედ ადამიანის უფლებაა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე აღმასრულებელი საბჭოს 142-ე სესიაში მონაწილეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭო სამუშაო პროგრამით განსაზღვრულ საკითხებს, მათ შორის, ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავებულ 2019-2023 წლების სამუშაო პროექტს განიხილავს. სესიის პირველ სამუშაო დღეს, დავით სერგეენკომ აღმასრულებელი საბჭოს წევრის სტატუსით, ორგანიზაციის ახლად არჩეულ დირექტორთან, დოქტორ ტედროს გებრიესუსთან გამართულ ინტერაქციულ დიალოგში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას მიაპყრო. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმისთვის, რამდენადაც იგი წარმოადგენს არა ფუფუნების საშუალებას, არამედ პირდაპირ ინვესტიციას ქვეყნების ეკონომიკისა და უსაფრთხო მსოფლიოსათვის. მინდა, ვთხოვო ჩემს კოლეგებს, რომ აღნიშნული სკითხის ხელშეწყობა ჩვენს ვალდებულებად ვაქციოთ და ნებისმიერი პლატფორმიდან - იქნება ეს მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა, ტექნიკური თუ პირდაპირი კომუნიკაცია - დაუღალავად ვიმუშაოთ. დამეთანხმებით, რომ ჯანდაცვაში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა მნიშვენლოვანია და გლობალური ჯანმრთელობის მთავარი ნაწილია. აქედან გამომდინარე, უნდა განვამტკიცოთ კონცეფცია, რომ ჯანდაცვაზე მიწვდომადობა არ არის პრივილეგია, არამედ იგი ადამიანის უფლებაა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ პოლიტიკური პლატფორმის შექმნისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს, აღვნიშნოთ ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობის მნიშვნელობა და შევძლოთ მისი ხელშეწყობა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. მინისტრი სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებშიც ჩაერთვება. სესია, დღის წესრიგის თანახმად, ექვსდღიანია და 27 იანვარს დასრულდება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს არჩეული წევრის რანგში უფლებამოსილების განხორციელებას 2017 წელს შეუდგა. აღნიშნული საბჭო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მმართველი ორგანოა და ის 34 წევრი სახელმწიფოსგან შედგება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)