12:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-20 15:10:31, 2450 ნახვა

სამართალი
დეტექტივ-გამომძიებელი: გიორგი ჭანტურიას ბინიდან კონკრეტული ნივთები ამოვიღეთ

გიორგი ჭანტურიას ბინიდან კონკრეტული ნივთები იქნა ამოღებული, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ მოგახსენებთ, რა ნივთებზეა საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისში, გიორგი ჭანტურიას ბინის განმეორებითი ჩხრეკის დასრულების შემდეგ დეტექტივ-გამომძიებელმა ნუკრი მატუამ განუცხადა.

როგორც მატუამ აღნიშნა, განმეორებითი ჩხრეკა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გამოძიების ფარგლებში გარკვეული ნივთების არსებობა დადგინდა.

"რა თქმა უნდა ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტს უკავშირდება აღნიშნული საქმე. ჩხრეკის დროს აღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით არ გვქონდა ინფორმაცია და გამოძიების მიმდინარეობისას ახლა გახდა ცნობილი რაღაც კონკრეტული ნივთები, რომელიც გახდა ამოღებული", - განაცხადა ნუკრი მატუა.

ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში, რომელიც თბილისში მდებარეობს ჩხრეკა უკვე დასრულდა. ასევე კიდევ ერთი განმეორებითი ჩხრეკა რუსთავში მდებარე სახლში მიმდინარეობს, თუმცა გამომძიებლები სახლს ნელ-ნელა ტოვებენ.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიორგი ჭანტურიამ გუშინ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics