|
2015-05-13 11:28:57, 345 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 52% პრეზიდენტის, ხოლო 40% – პრემიერის საქმიანობა მოსწონს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. პრეზიდენტის საქმიანობა 52%-ს მოსწონს. 51% „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას საქმიანობას დადებითად აფასებს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის – 44%, ხოლო 45% პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის საქმიანობას. გამოკითხულთა 40%-ს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა მოსწონს, 31%-ს კი არა. გამოკითხულთა 26-26%-ს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძისა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის საქმიანობა მოსწონს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)