|
2018-01-17 16:21:51, 1550 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე - რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მოგზაურობებს
სერბეთის რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცოგოვინა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივს სცემენ, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის „ვიზიტს“. როგორც ჯანელიძემ განმარტა, დე-ფაქტო პრეზიდენტის ჩასვლა აღნიშნულ ქვეყნებში აღქმული იყო, როგორვ კერძო პირის ვიზიტი. „არის მცდელობები, რომ რუსეთის ფედერაციამ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეჟიმების სხვადასხვა მოგზაურობებს, მაგრამ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იგივე სერბეთში და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ეს ვიზიტები, მათი ცენტრალური ხელისუფლებების მიერ იქნა შეფასებული. ისინი პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს მზარდი ურთიერთობები ორივე სახელმწიფოსთან, ხოლო ის ვიზიტი იქნა აღქმული როგორც კერძო პირის ვიზიტი და მათ შორის ის შეხვედრა, რომელიც შედგა სერბეთის პატრიარქთან ამ საკითხზე საქართველოს ორივე საელჩო აქტიურად მუშაობდა და შესაბამისი რეაგირებაც მოხდა ამ სახელმწიფოების მხრიდან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბიბილოვი "ვიზიტით" სერბეთში იმყოფებოდა. ამის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ ბიბილოვის ჩასვლის გამო, ბოსნია-ჰერცოგოვინას პროტესტის ნოტა გაუგზავნა. გარდა ამისა, შედგა შეხვედრა სერბეთის პატრიარქთან, რასაც საქართველოს საპატრიარქოც გამოეხმაურა. საპატრიარქომ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი 15 იანვარს გაასაჯაროვა. წერილში საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებამ სერბეთის განყოფილებას ახსნა განმარტება მოსთხოვა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)