09:54 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 16:02:44, 847 ნახვა

რეგიონი
დე-ფაქტო გენპროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა.

ინფორმაციას sputnik-ossetia ავრცელებს.

ბრალდებული სოფელ არცევის მკვიდრი, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევია.

„მარეკ დუდაევის მკვლელობის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლებით აღძრა. მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიმართულია დანაშაულის ყველა გარემოებისა და კაზიევის ადგილსამყოფელის დასადგენად და შემდგომ მის დასაკავებლად“, - ნათქვამია ე.წ. გენერალურ პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში,  მარეკ დუდაევი გუშინ მოკლეს. მისი ცხედარი სოფელ არცევში, ყოფილ კლუბში იპოვეს.

დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში დააკავეს.  მან ციხეში 9 წელი გაატარა და ამნისტიით 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics