|
2018-01-17 14:36:31, 1672 ნახვა
სამართალი
გახარია: შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა შეწყალების მოტივი უნდა იყოს ახსნილი
„შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, მაგრამ არსებობს მორალური მხარე და პრეზიდენტსაც აქვს ვალდებულება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები საზოგადოებას აუხსნას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის პრეროგატივას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. „შეწყალება რა თქმა უნდა არის პრეზიდენტის დისკრეცია. ეს საკითხი არავის არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. თუმცა როდესაც ჩვენ, მაგალითისთვის მოვიყვან - ვსაუბრობთ დღევანდელ სიტუაციაში მძიმე ნარკოტიკების რეალიზატორებზე ან გავრცელებაზე, ეს ის მიმართულებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. ამავე დროს, როგორც მაგალითი შეიძლება მოხდეს მსგავს დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, რა თქმა უნდა ყველა ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტსაც აქვს ვალდებულება მსგავსი გადაწყვეტილებები უფრო მეტად იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურად გვიწევს კრიმინალურ მენტალიტეტებთან ბრძოლა და იმ შეთხვევაში თუ ხდება კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი ან მსგავს დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, ვფიქრობ, აუცილებელია საზოგადოებისთვის უფრო დეტალურად იყოს ახსნილი თუ რა მოტივით ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. არსებობს მორალური მხარე, არსებობს საზოგადიოების მოლოდინი. აქვე უნდა ვთქვა, რომ დღეს სასამართლოს ძალზედ მაღალი სტანდარტი აქვს, გვესმის რომ პენიტენციურ სისტემაში სულ სხვა მდგომარეობაა. ამიტომ, როდესაც მსგავს პირობებში მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება ხდება, საზოგადოებაში არის მოლოდინი, რომ იყოს უფრო ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილების მოტივების კონტექსტში, ამაში გასაკვირი არაფერია“, - განაცხადა შს მინისტრმა.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)