11:35 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 13:12:11, 2660 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ლენინის ნეშტი ქრისტიანულ სიწმინდეებს შეადარა

რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლენინის ნეშტი ქრისტიანულ სიწმინდეებს შეადარა, - ამის შესახებ კრემლის ხელმძღვანელმა რუსული პირველი არხის ეთერში განაცხადა.

პუტინი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და დასძინა, რომ "კომუნისტური იდეოლოგია ძალიან ჰგავს ქრისტიანობას".

"მართლმადიდებლური რწმენა ყოველთვის გვეხმარებოდა, ის ძლიერდებოდა, მაშინ როდესაც ჩვენს ხალხს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. იყო წლები, როდესაც კლავდნენ მღვდლებს, "ებრძოდნენ" ღმერთს, ანგრევდნენ ტაძრებს, მაგრამ ამავდროულად ქმნიდნენ ახალ რელიგიას. კომუნისტური იდეოლოგია - ძალიან ჰგავს ქრისტიანობას. თავისუფლება, ძმობა, თანასწორობა, სამართლიანობა - ეს ყველაფერი წმინდა ნაწერებშია ჩადებული, ხოლო კომუნიზმის შემქმნელების კოდექსი? ეს არის სუბლიმაცია, პრიმიტიული ნაწყვეტი ბიბლიიდან, არაფერი ახალი მათ არ მოუფიქრებიათ. ლენინი მავზოლეუმში დაასვენეს. რით განსხვავდება ეს წმინდანთა ნაწილებისგან? როცა მეუბნებიან, რომ ქრისტიანულ სამყაროში ასეთი ტრადიცია არ არსებობს, მიკვირს ეს ამბავი...როგორ თუ არ არსებობს? გაემგზავრეთ ათონის მთაზე, მოინახულეთ. გამოდის, რომ იმ დროინდელ ხელისუფლებას არაფერი ახალი არ მოუფიქრებია, მათ უბრალოდ მოირგეს ის, რაც აქამდე მსოფლიოსთვის უკვე შექმნილი იყო", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics