|
2015-05-12 17:06:29, 828 ნახვა
ეკონომიკა
ინვესტორთა საბჭოს ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს
ინვესტორთა საბჭოს, რომელიც EBRD–სა და საქათველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუფის ფარგებში შეიქმნება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ღარიბაშვილის განცხადებით, ივესტორთა საბჭოში 15 წევრი იქნება. მის შემადგებლობაში შევლენ, როგორც ქართული და უცხოური ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი, ასევე კერძო სექტორში განვითრების აქტიური საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წევრები. „ჩვენ რა თქმა უნდა მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ეს არის განსაკუთრებული ეტაპი ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში. ინვესტორთა საბჭო საქართველოს მთავრობასა და ბიზნესს შორის შექმნის რეალობის ახალ პლათფორმას, ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, მთავრობისთვის კერძო სექტორის განვითრების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. „მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგისა და თანაშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება ასევე უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქვეყანაში ხელსაყრელი, ანტიდისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს არსებობისთვის. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა მოახდენს იმ კონკრეტული სფეროების იდენტიფიცირებას, რომლებშიც საქართველოს მთავრობის მოქმედებები და ევრობანკის მხარდაჭერა შესაძლებელს გახდის, ბიზნეს გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებას გავამახვილებთ იმ წინადადებებზე, რომლებსაც ბიზნეს საზოგადოება შემოგვთავაზებს. მათი განხილვა ინვესტორთა საბჭოს სხდომებზე მოხდება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)