|
2018-01-11 15:05:04, 2800 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით,იდოიძის გათავისუფლების შემთხვევაში არსებობდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მისი მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე. დაცვის მხარემ იდოიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართელმ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.ადვოკატ დავით მოდებაძის თქმით, გადაწყვეტილებას აპელაციის წესით გაასაჩივრებენ. რაც შეეხება იმას, თუ რის საფუძველზე მოხდა იდოიძის დაკავება, არც ბრალდების და არც დაცვის მხარე საქმის შინაარსობრივ ნაწილზე არ საუბრობს.მოხდა თუ არა იდოიძის დაკავება ასევე ტერორიზმის შელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ გორნაკაშვილის ჩვენების საფუძველზე-იდოიძის საქმის პროკურორი ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ საქმეში მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო კამერის ჩანაწერები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები არსებობს. იდოიძეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიების ინფორმაციით, ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. მანვე, გამოძიების ცნობით, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)