11:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 14:41:27, 1755 ნახვა

სამართალი
სასამართლო ზურაბ იდოიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ახმეტის რაიონის სოფელ  ომალოში დაკავებულ ზურაბ იდოიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

პროკურატურა სპეცოპერაციებისას სხვა დაკავებულების მსგავსად, მისთვისაც პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

დაცვის მხარე კი იდოიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.

იდოიძეს ე.წ. მოდულის შენობაში ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას ბრალდება  საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით წარედგინა,  რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

თავად იდოიძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს./p>

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.მანვე, ასევე გამოძიების ცნობით,  ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ახმედ ჩატაევი და  მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან  მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics