|
2018-01-11 13:42:41, 1999 ნახვა
სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცრაზმელზე: სანამ სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს
ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს ის სპეცრაზმელი და მაგის სახე დამანახოს, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის ამ ეტაპისთვის გამოძიებას ნდობას უცხადებს. "სანამ სული მიდგას ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს. მაინც მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. ვთხოვ სახელმწიფოს გაასამართლოს ეს სპეცრაზმელი და მაგის სახე დამანახოს. ოპერაციაში ჩართული ყველა სპეცრაზმელის დასჯას ვითხოვ. ამას ვითხოვ როგორც მე, ასვე მთელი პანკისის ხეობა. ამ დროისთვის გამოძიებას ნდობას ვუცხადებ, თუმცა თუ მან ეს ნდობა არ გაამართლა, მაშინ სხვანაირად მოვიქცევი", - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ. თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობის სოფელ დუისში დღეს, დღის 14:00 საათზე დაკრძალავენ. ის გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით მაჩალიკაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 4 საათის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა. გუშინვე, 19 წლის ახალგაზრდა პანკისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, დღეს დილით იგი გარდაიცვალა. ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)