|
2015-05-12 14:21:29, 447 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო საუზმეზე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხი და ამ მიმართულებით საქართველოს და სხვა ქვეყნების როლი განიხილეს. საუბრისას ყურადღება ასევე გაამახვილეს საქართველოს, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის თანამშრომლობის საკითხებზე. „შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პოზიტიური როლი რეგიონში. აქცენტი ასევე გაკეთდა საქართველოს გაწევრებაზე ენერგოგაერთიანებაში; ხაზი გაესვა ამ კუთხით მიღწეულ გარკვეულ პროგრესს და მოლაპარაკებების პროცესში მოქნილობის აუცილებლობას, რათა ყველა წესი მაქსიმალურად შეჯერდეს, ყველა შეთანხმება მაქსიმალურად წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ არ დაზარალდეს გარკვეული ტიპის შეთახმებები და მოხდეს საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება. შეხვედრისას მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)