|
2018-01-10 20:11:26, 1708 ნახვა
კომენტარი
ნიკოლეიშვილი - გასროლის ტრაექტორიის დასადგენად, გამოძიებამ უნდა მოგვცეს ბოლო წერტილის კოორდინატები კედლიდან
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, საქმის ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით დაილუქა. როგორც ნიკოლეიშვილმა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, გასროლის ტრაექტორიის შესახებ კითხვას პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაეცემა, თუ გამოძიება მათ მისცემს ბოლო წერტილის კოორდინატებს კედლიდან. მისივე თქმით, დღეს თითისა და თმის ანაბეჭდების აღება მოხდა. "ჩემი ფოტოაპარატით დუბლირებას ვაკეთებდი. ყველა მტკიცებულება დაილუქა ჩემთან ერთად. ხელი მაქვს მოწერილი ყველა მტკიცებულების დალუქვაზე. სხეულში როგორ გაიარა გასაგებია, მისი პოზა გასაგებია, მაგრამ მსროლელის პოზა, რომ დადგინდეს ამიტომ ჩვენი ბოლო წერტილი უნდა ვიცოდეთ კედელზე, სადაც ტყვიამ მოძრაობა შეწყვიტა", - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ბიუროში 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირს განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა. თუმცა, დღეს დილით ის გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)