|
2015-05-12 11:27:48, 507 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ 14 მოქალაქისთვის ძვირდაღირებული მედიკამენტები შეიძინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე, 14 მოქალაქის განცხადება დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც მოხდა განმცხადებლების მიერ მითითებული ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ზემოაღნიშნული მომსახურეობისთვის ამ ეტაპზე 5709 ლარი გამოიყოფა. სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამით სარგებლობა ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას შეუძლიათ, რომლებიც არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა კატეგორიაში და არ აქვთ სადაზღვევო კომპანიის პოლისი, ასევე ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომელებთაც გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურეობა არ შედის სადაზღვევო პაკეტში. ცნობისთვის, ბენეფიციარმა, დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა წარუდგინოს: განცხადება, განმცხადებლის პირადობის მოწმობის და დევნილის მოწმობის ქსეროასლები; სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა N 100.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)