|
2018-01-09 15:11:30, 1810 ნახვა
სამართალი
ადვოკატის განცხადებით, ხორავაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. აპირებს, არსებითი განხილვის სხდომაზე ყველა კითხვას უპასუხოს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ერთ-ერთი არასრულწლოვანის, გ.ჯ-ს ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბრალდების საქმეში გარკვეული მტკიცებულებები არსებობს, რომელიც მიაჩნიათ, რომ კანონდარღვევითაა მოპოვებული. "თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთ მათგანზე ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, არსებითი განხილვის სხდომაზე გავამახვილოთ ყურადღება", - აღნიშნა კაკაბაძემ, თუმცა ადვოკატი არ ახმაურებს, კონკრეტულად კანონდარღვევით მოპოვებულ რა მტკიცებულებებზეა საუბარი. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ საქმეზე სრულყოფილად არ ჩატარდა გამოძიება და უამრავი შეკითვა პასუხგაუცემელია. სწორედ ამიტომ, ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, ითხოვდნენ სხდომა ერთი თვით გადადებულიყო. "გვსურდა ამ პერიოდში ჩატარებულიყო სრულფასოვანი გამოძიება. როდესაც დაიწყება არსებითი განხილვა, არ გამოვრიცხავთ, რომ დადგეს სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ამოღებულია 2 დანა. ვფიქრობთ, რომ 2-ზე მეტი პირი მონაწილეობდა ამ საქმეში და 2-ზე მეტი დანა ფიგურირებს", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ და დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალს მოცემული ფორმულირებით არ აღიარებს. "იმ ფონზე, როცა პასუხგაუცემელია მთავარი კითხვები, არაა დადგენილი ნათლად თუ რა მოხდა, შეუძლებელია დადასტურდეს ის, რაც ბრალდების ფორმულირებითაა მოცემული. შესაბამისად ბრალს ამ ფორმულირებით არ ვაღიარებთ. ვაპირებთ სასამართლოს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია", - განაცხადა ადვოკატმა და აქვე აღნიშნა, რომ ბრალდებული გ.ჯ არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემას აპირებს. "ბრალდებული აპირებს, რომ ჩვენება მისცეს და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ბრალდებულის დაკითხვის შედეგად ყველა დეტალს ნათელი მოეფინება", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)