|
2015-05-12 09:56:39, 328 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, ეს თავად საქართველოს და ნატოს 28 წევრის გადაწყვეტილებაა
„იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, ეს თავად საქართველოს და ნატოს 28 წევრის გადაწყვეტილებაა“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს შტაბბინაში საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არცერთ სხვა სახელმწიფოს არ შეუძლია ჩაერიოს ამ პროცესში. „ჩემი მესიჯი ისაა, რომ საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენთვის მისასალმებელია ის თანამშრომლობა, რაც ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე რეფორმებს საქართველოში და მტკიცედ ვუსვამთ ხაზს ყოველი სახელმწიფოს უფლების ფუნდამენტურ მთავარ ღირებულებას თავად გადაწყვიტოს რა გზას მიყვეს, მათ შორის რა სახის უსაფრთხოების რეგულაციებისა და სამხედრო ხაზის წევრი იქნება ის და იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, ეს თავად საქართველოს და ნატოს 28 წევრის გადაწყვეტილებაა. არცერთ სხვა სახელმწიფოს არ შეუძლია დაადოს ვეტო ან ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას ამის შესახებ, „გაწევრების სამოქმედო გეგმითა“ და „არსებითი პაკეტით“. საქართველო წინ მიიწევს და ჩვენ მადლიერები ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს გადაწყვეტილება თავად საქართველომ და 28 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს და ვერავინ დაადებს ვეტოს ან ჩაერევა ამ პროცესში. ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ და ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განხორციელებაზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)