|
2018-01-06 16:29:26, 3037 ნახვა
მსოფლიო
რექს ტილერსონი: არასდროს შემპარვია ეჭვი ტრამპის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის რექს ტილერსონს განცხადებით, მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი არასდროს შეპარვია, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ტილერსონმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი მის წინამორბედებს არ ჰგავს. „არასდროს მქონია მიზეზი, რომ პრეზიდენტ ტრამპის ფსიქიკაში ეჭვი შემეტანა. ის არ ჰგავს თავის წინამორბედებს და ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის ნათელია. სწორედ ამიტომ აირჩიეს ის ამერიკელებმა პრეზიდენტად“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა. ცნობისთვის, გუშინ დონალდ ტრამპის შესახებ სკანდალური წიგნი გამოვიდა. წიგნის სახელწოდაა „ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრ სახლში“. მისი ავტორი, ჟურნალიტი მაიკლ ვულფია. ჟურნალისტი თავი წიგნში წერს, რომ "ტრამპი ჭირვეული ბავშვივით არის და მას პერიოდულად წახალისება სჭირდება. ამიტომ, ყველა მის გარშემო ტრიალებს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)