|
2018-01-05 18:21:26, 1984 ნახვა
კომენტარი
პროკურორი მარგველაშვილის განცხადებაზე: დევნის დაწყება შეწყალების მუხლით - ასეთი ტერმინოლოგია არ არსებობს
„არავის ვაკრიტიკებ, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, რომ სამართლებრივი კონსულტაციები აეღო პრეზიდენტს, დევნის დაწყება შეწყალების მუხლით-ასეთი ტერმინოლოგია არ არსებობს“,-ასე გამოეხმაურა პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების შესახებ კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა“. პროკურორი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის დაწყება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მოხდა და მთელი არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შწყალების უფლებამოსილება ბოროტად იქნა გამოყენებული: „რაც შეეხება იმას, თუ რატომ და როგორ დაიწყო ხელახალი გამოძიება. არ არის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, მე არავის ვაკრიტიკებ, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, რომ სამართლებრივი კონსულტაციები აეღო პრეზიდენტს,დევნის დაწყება შეწყალების მუხლით, ასეთი ტერმინოლოგია არ არსებობს. დევნის დაწყება მოხდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. მთელი არსი იმაშია, რომ მას ჰქონდა გარკვეული უფლებამოსილება და ეს უფლებამოსილება იქნა გამოყენებული ბოროტად. ამაშია არსი და არა იმაში, რომ შეწყალების გამო გასამართლდა ვინმე“,-აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას ამნისტიით, საბოლოო ჯამში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ სააკაშვილის მიმართ განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით რამდენჯერმე მიმართა. მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა ბრალად.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)