|
2015-05-11 17:04:09, 433 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ევროკავშირთან ინტენსიური თანამშრომლობით დაგეგმილ შედეგებს მივაღწევთ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე უცხოელმა ჟურნალისტმა გიორგი მარგველაშვილს ვიზა ლიბერალიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. მარგველაშვილის თქმით, ევროკავშირთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, დადებით შედეგებს აუცილებლად მიაღწევენ. "საქართველო ამ თვალსაზრისით საკმაოდ აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ, ვიზალიბერალიზაციაზე აქტიურად ვმუშაობთ.საქართველოს პარლამენტმა ძალიან ბევრი იმუშავა ამ კუთხით და ამაზე პოზიტიური მოხსენებაც დაიწერა.ყველა საკითხი, რომელიც ნახსენებია ამ მოხსენებაში, საქართველოსთვის საინტერესო სამოქმედო გეგმაა.ვაპირებთ, აქტიურად დავიწყოთ მუშაობა ამ მომხსენებაში გამოკვეთილი მიმართულებების თვალსაზრისით.ახლა ევროპელ პარტნიორებთან იდეების გაცვლის ინტენსიური რეჟიმი გვაქვს. ასევე დატვირთული სამუშაო დღის წესრიგი და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენ მიზანს უახლოეს მომავალში მივაღწევთ",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)