09:16 - 24 May, 2026
|
2018-01-03 14:24:02, 2521 ნახვა
მსოფლიო
მოგერინი ირანის მოვლენებზე: მშვიდობიანი დემონსტრაცია ფუნდამენტური უფლებებია, რომელთა დაცვა ყველა ქვეყანას მოეთხოვება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ირანში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ორგანიზაცია მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. „ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირისთვის ირანთან ურთიერთობებში ყოველთვის ძირითადი საკითხი იყო. მშვიდობიანი დემონსტრაცია და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა დაცვა მოეთხოვება ყველა ქვეყანას და ირანი გამონაკლისი არა არის. ჩვენ მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდებით”, - განაცხადა მოგერინიმ. შეგახსენებთ, რომ ანტისამთავრობო აქციები ირანში 28 დეკემბერს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, შეტაკებების დროს დაიღუპა 22 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)