|
2017-12-29 13:16:11, 3328 ნახვა
კომენტარი
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: დაისაჯოს ის სპეცრაზმელი, რომელმაც ჩემს შვილს ესროლა
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, ვინც მის შვილს ესროლა. მარგოშვილი მისი შვილის ტერორიზმთან, კერძოდ კი, ახმედ ჩატაევთან კავშირს გამორიცხავს. “მე იმ ღამითაც განვაცხადე, მისამართი ხომ არ შეგეშალათ თქო, რამდენიც გინდათ გაჩხრიკეთ, ვერაფერს ვერ ნახავთ. ჩემი მოთხოვნა არის, სასტიკად დაისაჯოს ეგ სპეცრაზმელი ჩემ თვალწინ“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა,კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობაში 4, თბილისში კი, 1 პირი დააკავა. მათ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად. სპეცოპერაციის დროს, ერთი პირი დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, იგი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და სამართალდამცველებმა სწორედ ამის გამო გაუხსნეს ცეცხლი.მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან, თბილისში, "მიხაილოვის" საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)