|
2017-12-29 12:27:14, 2815 ნახვა
კომენტარი
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: ვიცი, რომ ჩემი შვილი სუფთაა
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა რამაზ მაჩალიკაშვილი იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელმაც მის შვილს თავის არეში ესროლა: „დილას ვესაუბრე ექიმს, ისევ მძიმე რჩება მდგომარეობა, რომ ყოფილიყო ჩემი შვილი რამეში გარეული და შემჩნეული, ჩემზე უკეთესად იციან მაგათ, ვინ ვინ არის, ვინ საიდან არის. ვიცი, რომ ჩემი შვილი სუფთაა. ჩემი მოთხოვნაა, სანამ ჩემს სიმართლეს დავადგენ, ვინც ჩემს შვილს ესროლა, ის სასამართლოს წინაშე წარსდგეს“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. უფრო კონკრეტულად, სუს-ში ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის ამოქმედება სურდა, რა დროსაც მის მიმართ გასროლა მოხდა. მაჩალიკაშვილი თბილისში სამკურნალოდ გუშინ გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)