|
2017-12-29 10:34:24, 2633 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მაღალი ნდობა ჰქონდეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო საქმიანობის მიმართ
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2017 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა და 2018 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ უწყების საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას ისაუბრა. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო გეგმავს 2018 წელს, ასევე, ხაზი გაუსვა როგორც ბიზნესის, ისე ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობას. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება 2018 წელს. როგორც იცით, თითქმის მილიარდი ლარითაა გაზრდილი 2018 წლის ბიუჯეტი, მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ამასთან ერთად, იზრდება გამოწვევებიც, ფართოვდება ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის სპექტრიც. შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურში იქნება სიახლეები. ასევე, მნიშვნელოვანი ამოცანაა, საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ნდობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, თითოეული იმ რეფორმის მიმართ, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ," - განაცხადა ბახტაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მუშაობა იყოს ობიექტური, სამართლიანი და ამავე დროს, პრინციპული კანონის უზენაესობის დაცვის, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ლევან გამყრელიძის განცხადებით, 2018 წელს გაგრძელდება ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებები, ასევე, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით თანამშრომელთა გადამზადების, გამოცდილების გაზიარებისა და ახალგაზრდა კადრების სტაჟირების პროგრამები. მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის როლს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით და აღნიშნა, რომ მომავალ წელს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების კუთხით. (NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)