|
2017-12-28 21:36:20, 3564 ნახვა
კომენტარი
დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენთან სპეცრაზმი შეცდომით შემოვიდა
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მის ოჯახში სპეცრაზმი შეცდომით შევიდა. მაჩალიკაშვილი მისი შვილის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. „რასაც აბრალებენ აბსურდია, სიმართლეს არ შეესაბამება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეცდომით ხომ არ მოვიდნენ მეთქი. ალბათ მისამართი შეეშალათ. სახელმწიფო სტრუქტურებმა ყველაფერი კარგად უნდა იცოდნენ, სად უნდა ესროლონ, რა უნდა აკეთონ. გრანტებია აღებული, ვითომ ტერორისტებს ებრძვიან, ეს ფული სისხლში უნდა ამოიღონ, ვიღაც ჩემნაირი უბედური უნდა გამონახონ“, - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა,კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობაში 4, თბილისში კი, 1 პირი დააკავა. მათ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად. სპეცოპერაციის დროს, ერთი პირი დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, იგი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და სამართალდამცველებმა სწორედ ამის გამო გაუხსნეს ცეცხლი.მაჩალიკაშვილი თბილისში, "მიხაილოვის" საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)