|
2017-12-28 16:03:46, 2577 ნახვა
კომენტარი
ალდამოვის ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, დაკავებულები დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლნი იყვნენ
სპეცოპერაციისას დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, შესაძლოა დაკავებულები დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლნი იყვნენ და ვერ აცნობიერებდნენ, რომ მათ გამოიყენეს. "ხომ არ არიან მორიგი მსხვერპლნი ეს ახალგაზრდები ამ დანაშაულებრივი ჯგუფის, რომლებიც გამოიყენეს, რომლებიც ვერ აცნობიერებდნენ",-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რუსლან ალდამოვის, რამაზ მარგოშვილის და ბადურ ჩოფანაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მათთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. კიდევ ერთი დაკავებულის ზურაბ გორნაკაშვილის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.მისი პროცესი დღეს უკვე გაიმართა.გორნაკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში იმყოფება. მისი საქმის განხილვა ჩანიშნული არ არის.ადვოკატის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილი ოფიციალურად ბრალდებულადაც არაა ცნობილი. სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)