|
2017-12-28 12:46:24, 3350 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა სანკტ–პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ სანკტ–პეტერბურგში, მაღაზიაში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა. ინფრომაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. „თქვენ იცით, რომ გუშინ პეტერბურგში ტერორისტული აქტი მოხდა“,– განაცხადა პუტინმა ოფიცრებთან შეხვედრის დროს. პრეზიდენტის თქმით, მან უშიშროების ფედერალურის სამსახურის უფროსს, ალექსანდრე ბორტნიკოვს უთხრა, რომ ეჭვმიტანილთა დაკავებისას სამართალდამცველები კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდნენ. „თუ ჩვენი თანამშრომლების, ოფიცრების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, საჭიროა გაბედული მოქმედება და ბოროტმოქმედების ადგილზე ლიკვიდირება, ტყვედ აყვანის გარეშე“, – განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, გუშინ, სანქტ-პეტერბურგში, კალინინის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტში აფეთქება მოხდა, მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)