|
2017-12-27 19:46:32, 2904 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: დეკრიმინალიზაცია არის გზა, რომ რეალურად გადავჭრათ პრობლემა, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლამ გამოიწვია
ციხე არ არის სარეაბილიტაციო დაწესებულება, ციხით არავინ გამოსწორებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტის შინაარსს აცნობს. როგორც ზოიძემ აღნიშნა, შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა ადამიანმა უფრო მეტის მოხმარება დაიწყოს. "თუ პირს 2 წელი არ მოუხმარია, გამოსვლის შემდეგ შეიძლება მაშინვე დაეწაფოს. ზედოზირებით 14-ჯერ უფრო მეტი შესაძლებლობაა, როგორც კი მოიხმარს პირველივე კვირაში მოკვდეს. ალტერნატიული სასჯელები, დეკრიმინალიზაცია არის გზა იმისა, რომ ჩვენ რეალურად გადავჭრათ ის უდიდესი პრობლემა, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლამ გამოიწვია და არა ნარკოტიკებმა. ირანში, სადაც სასჯელი სიკვდილით დასჯაა, მომხმარებელი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ევროპაში. იმავე პორტუგალიაში, სადაც დეკრიმინალიზებულია ეს ყველაფერი. 0,3%-ია პრობლემური მომხმარებელი, როცა იყო 1%, როცა დეკრიმინალიზაცია დაიწყეს. მაშინ 80 ადამიანი იღუპებოდა ზედოზირებით, ახლა 5-6 ადამიანი ეღუპებათ მილიონიდან", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)