|
2017-12-27 19:40:49, 1856 ნახვა
კომენტარი
პოლიციის თანამშრომელი: დაკავების პროცესში ჩემს კოლეგას ზვიად რატიანმა უკბინა
პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ერთ-ერთი მოწმეა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა. მან დაკავების მომენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რატიანი აგრესიული იყო და სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ”ფეხით ვმოძრაობდით თამარ მეფე-წინამძღვრიშვილის კვეთასთან. შევამჩნიე ხმაური. გინების ხმა იყო. დავინტერესდით, მივუახლოვდით. ჩვენთვის უცნობი მოქალაქე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ”თქვენ ვინ უნდა გააჩეროთ”- გვითხრა და ჩემს მეგობარს, ლაშა ჭანტურიას დაარტყა ხელი. ჩემს თანამშრომელსაც მოუქნია ხელი. ვცდილობდით შეჩერებას. დაკავების მერე, აღნიშნულმა პიროვნებამ ჯიბეზე ხელი ჩამომდო და ჩამომგლიჯა. როცა დავაწვინეთ, ხელბორკილები დავადეთ და დავიწყე გადაღება, აგრძელებდა ლანძღვა-გინებას. გამოვიძახე დამატებითი ჯგუფი. მოვიდნენ. ეს არ იყო საპოლიცოო კონტროლის ფარგლებში მოქმედებები. ჩავსვით ავტომანქანაში. ზვიად რატიანს სათვალე უვარდებოდა დაკავების მომენტში. კადრშიც ჩანს, რომ ჩვენი თანამშრომელი ხელში იღებს სათვალეს. დამშვიდდით მოქალაქე, სათვალე არ გაგიტყდეთო, ეუბნება და აწვდის. გადავიყვანეთ ადმინისტრაციულ შენობაში. დავსვით მოსაცდელ სკამზე, რომელიც კონტროლდება სამეთვალყურეო კამერით. არ ჩერდებოდა, სანამ ოქმს ვავსებდით. დაკავების პროცესში ჩემს თანამშრომელს ზვიად რატიანმა უკბინა. ის იქნევდა თავს, ცდილობდა ფეხის დარტყმას”-აღნიშნა პოლიციის თანამშრომელმა. შეგახსენებთ, შსს-მ პროცესზე ვიდეომასალა წარადგინა, სადაც ჩანს, როგორ აყენებს პოლიციელებს შეურაცხყოფას ზვიად რატიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)