|
2017-12-27 18:45:11, 1939 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე: კომიტეტი ოპოზიციის წევრების დახმარებით შედგა
ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს შორის მწვავე კამათის შემდეგ, მედიასთან კომენტარი დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. ის ჯანდაცვის კომიტეტის 7 წევრს შორის ერთ-ერთია, რომელიც კანონპროექტს ეწინააღმდეგება და კომიტეტის სხდომას არ ესწრება. „ჯანდაცვის კომიტეტეტის უმრავლესობის წევრები ვეწინააღმდეგებით დეკრიმინალიზაციის ამ ფორმით შემოტანას. რადგან ჩვენ ვხედავთ რეალურ რისკებს იმისას, რომ ქვეყანაში გაიზრდება ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი. სამართლებრივი რეგულაციები უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ეს რიცხვი იქნას შემცირებული. ჩვენ რა თქმა უნდა ვემხრობით, რომ არ დავიჭიროთ, მაგრამ უნდა იყოს შესაბამისი სერვისები, სამართლებრივი რეგულაციები, რომ არ მოხდეს ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვის აფეთქება. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტი მაინც შედგა, ის შედგა ძირითადად ოპოზიციის წევრების დახმარებით, იყო კვორუმის პრობლემა”,-განაცხადა ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)