|
2017-12-27 13:49:57, 1939 ნახვა
სამართალი
N14 პენიტენციურ დაწესებულებაში ეკლესია ამოქმედდა
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს N14 პენიტენციურ დაწესებულებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ესტუმრნენ. მეუფე კალისტრატემ დაწესებულების ტერიტორიაზე ახლადაშენებული წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია ჩაატარა. ტაძარი მსჯავრდებულებისა და დაწესებულების თანამშრომლების მონაწილეობით აშენდა. მეუფე კალისტრატემ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის მათ საპატრიარქოს სიგელები, ასევე საპატრიარქოსგან საეკლესიო კალენდარი გადასცა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა მსჯავრდებულებსა და დაწესებულების თანამშრომლებს ტაძრის კურთხევა მიულოცა. „გეგუთის N14 პენიტენციურ დაწესებულებაში თამარ მეფის სახელობის ეკლესია უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა. სიმბოლურია, რომ ტაძრის კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების მე-40 წლისთავს დაემთხვა. მინდა, თითოეულ მსჯავრდებულს საკუთარ ოჯახში მალე დაბრუნება ვუსურვო“, _აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა. მეუფე კალისტრატემ დაწესებულებაში მყოფი ადამიანები დალოცა და აღნიშნა, რომ ეკლესიის მადლი ყველა იქ მყოფ ადამიანს შეეწევა. დაწესებულების ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა. ეკლესია შემოწირულობით აშენდა. მშენებლობაში მონაწილეობა 100-მდე მსჯავრდებულმა მიიღო.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)